|
2024-05-04 17:31:10, 726 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი იაპონიის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იაპონიის ფინანსთა მინისტრს სუზუკი შუნიჩის შეხვდა, რომელიც თბილისს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის დასაწყისში იაპონიის ფინანსთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ADB-ის ღონისძიების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. "განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაფართოების გზები. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიის ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობას, რაც ბიზნესებს შორის კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შეხვედრისას აღინიშნა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე. სუზუკი შუნიჩიმ მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)