|
2024-05-04 16:04:25, 452 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ბასილაია აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობს
თბილისი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. ღონისძიების წლევანდელი თემაა "ხიდი მომავლისკენ". ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში დღეს გაიმართა პანელური დისკუსია, სახელწოდებით, „მწვანე ქალაქი: ურბანული ლანდშაფტების გარდაქმნა მდგრადი ხვალინდელი დღისთვის". ღონისძიებაში მონაწილეობდა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, რომელმაც დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მიმართვისას ანდრია ბასილაიამ სადისკუსიო თემის მიმართულებით თბილისში მიმდინარე რეფორმები გააცნო საზოგადოებას. „პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის მესვეურებს იმისათვის, რომ ორგანიზაციის ყოველწლიური შეხვედრის ადგილად თბილისი შეარჩიეს. რაც შეეხება ჩვენი დისკუსიის ძირითად საკითხს, მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს, თბილისმა მიიღო მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა, რის შემდეგაც ჩვენ ვავითარებთ გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ისეთებს, როგორიცაა ტრანსპორტი, მწვანე სივრცეების შექმნა, ნარჩენების მართვა და სხვა. რასაკვირველია, თითოეული ეს მიმართულება ცალ-ცალკე და ერთად ქმნის ურბანულ დასახლებაში მცხოვრებთათვის უფრო კომფორტულ და ჯანსაღ გარემოს. ცხადია, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ამ მიმართულებებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა, განსაზღვრული გვაქვს მისი განხორციელების შედეგები და ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ უკეთესი გარემოს შესაქმნელად. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა აზიის განვითარების ბანკს და სხვა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებს, თბილისის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, რომლებიც საჯარო და კერძო სექტორებს, სფეროს სპეციალისტებსა და მკვლევარებს წარმოადგენენ, იმსჯელეს ქალაქებში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ეფექტიან სტრატეგიებზე. აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით მასპინძლობს. შეხვედრის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ამ მიმართულებით მიზნების მიღწევაში, ასევე, კლიმატის ცვლილებისა სხვა გლობალური გამოწვევების თაობაზე. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)