|
2024-05-03 16:15:10, 521 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - ეს კანონი მოფიქრებულია „ქართული ოცნების“ პატრონების მიერ მოსკოვში
ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან". "ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მათ ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ სურთ, მისი ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს საქართველოს მმართველმა პარტიამ და მისმა დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა რუსეთის გვერდით დააყენეს და ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს დასავლეთს და აშშ-ს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს რუსეთთან. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე. ახლახან "ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. ეს კანონი მოფიქრებულია "ქართული ოცნების" პატრონების მიერ მოსკოვში. ამის გამო, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩებში, რასაც მთავრობამ დემონსტრანტების სასტიკი დარბევით უპასუხა. როგორც აშშ-ის კონგრესში საქართველოს ფრაქციის ყოფილ თავმჯდომარეს, მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: იყავით ძლიერები; საქართველოს პოლიციისთვის: ნუ დაჩაგრავთ საკუთარ ხალხს. ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ივანიშვილი", - წერს კინზინგერი X-ზე.
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
პეტერბურგში დიზელის დეფიციტია მას შემდეგ, რაც საწვავი სასწრაფოდ გაიგზავნა შეერთებულ შტატებში
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)