|
2024-05-02 20:15:10, 416 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
თბილისში, პარლამენტის სასახლესთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი არიან სტუდენტები, არასამათავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები. გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რაც შეეხება კანონპროექტს, მისი საკანონმდებლო ორგანოში წარდგენა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 აპრილს დააანონსა. 17 აპრილს, მას პარლამენტმა პირველი მოსმენით, ხოლო 1-ელ მაისს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)