|
2024-05-02 15:23:02, 518 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში
შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, როდესაც ამისი დრო მოვა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, სანამ „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში, საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს. „ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა, „გაფარჩაკებული“ და „დაჩმორებული“, არამედ ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე და ეს მინდა იცოდეს ყველამ. საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასოდეს გახდება ვინმეს ვასალი“, - განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა აქციის მონაწილე ახალგაზრდები გარედან მართული, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საპროტესტო აქციას მართავენ „რადიკალური დაჯგუფებები და კონკრეტული პირები". „არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე, „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება და ზუსტად ყველაფერი კეთდება იმისთვის, უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული, რომ გამოაშკარავდეს, ვინ საიდან ფინანსდება, რა მიზნით, ეს ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)