01:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 13:56:48, 486 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სემინარი გახსნა

ევროპისა და აზიის შეხვედრის გზაგასაყარზე მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განუმეორებელ წვდომას გთავაზობთ განვითარებად ბაზრებზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სემინარის დღის გახსნის ცერემონიაზე.

მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სემინარის ფარგლებში გაიმართება საინტერესო დისკუსია.

„ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა 2024 წელს ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა თბილისში. მადლობელი ვარ აზიის განვითარების ბანკის თავდადებული გუნდის მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზების პროცესში.

თემატური საკითხებია: დაკავშირებადობის გაუმჯობესება - ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის - ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. 

ასე რომ, მოუთმენლად ველი დღევანდელ დისკუსიას და ყველას გისურვებთ ნაყოფიერ დღეს. იმედი მაქვს, რომ თემატური დისკუსიები ინფორმაციული და საინტერესო იქნება", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტრო იტყობინება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics