|
2024-05-01 23:09:20, 423 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მივმართავ ახალგაზრდებს, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც ევროპული გზიდან გვაშორებს [ვიდეო]
მე მინდა, მივმართო გულანთებულ ახალგაზრდებს - ჩვენი ბრძოლა პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებული არის ამ ბოლო დროს, ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც ერთი მეორის მერე გვაშორებს ჩვენ ევროპული გზიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც ზურაბვიშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვაში ამბობს, ახალგაზრდობა მსოფლიოს აჩვენებს, "თუ რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას". "ვადევნებ თვალ-ყურს ამ საღამოს მოვლენებს სასახლიდან და თქვენს გვერდით ვარ, როგორც არაერთხელ მითქვამს. დღევანდელი გამოსვლები და მთელი მსოფლიო გვიყურებს, აჩვენებს საქართველოს ხალხის განწყობას, შემართებას და მიზანმიმართულობას. ეს არის უდიდესი ძალა იმისთვის, რომ ჩვენ მოვიგოთ ის გრძელვადიანი ბრძოლა, რომელიც მთავრდება არჩევნებზე, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი და არასდროს არ იქნება რუსეთი. მე მინდა, მივმართო იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან და დღეს ამ დონეზე თავიანთ ენერგიას გვიზიარებენ, მინდა, მივმართო მათ, რომ რაღაცები არ არის საჭირო და დაანებეთ თავი პარლამენტის კარებს, იქ არაფერი აღარ ხდება. იქ მეორე მოსმენით უკვე მიღებულია ეს კანონი და ჩვენი ბრძოლა პრაქტიკულად ეს კანონი არ არის, ჩვენი ბრძოლა გადის არჩევნებზე და გადის ყველა იმ კანონის გაუქმებაზე, რომელიც მიღებული არის ამ ბოლო დროს, ამ ხელისუფლების მიერ და რომელიც ერთი მეორის მერე გვაშორებს ჩვენ ევროპული გზიდან. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, კარებზე არაფერი არ გადაწყდება, გარდა იმ გაზის გამოშვება და რაღაც ძალადობა, რომელიც არ არის საჭირო, რომ გამოვიწვიოთ იმიტომ, რომ ძალადობასთან გვექნება უთუოდ საქმე მომავალში. ჯერ ერთი, დღეს არის ვნების კვირა, დღეს არის ის პერიოდი, როცა არ შეიძლება გამოწვევა ძალადობის, ისედაც გააქტიურებული არის ეშმაკი. ჩვენ ეს ვიმყოფოთ და ვიყოთ მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, სადაც ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ მსოფლიოს, თუ რა არის საქართველო, რა შეუძლია საქართველოს და რა შეუძლია საქართველოს ახალგაზრდობას",- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)