|
2024-05-01 21:28:19, 326 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო სამედიცინო დახმარება. როცა, ზოგიერთი მედიასაშუალება ასეთ ფაქტს ავრცელებდა, იქვე, კადრში, მათდა სამწუხაროდ, ეკიპაჟი ჩნდებოდა. სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, 30 აპრილს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ადგილზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი არ იყო, მოქალაქეების დაძაბვასა და ხელისუფლებისთვის, რეპუტაციული ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. „მოვკარი თვალი ისეთ ინფორმაციას, რომ სასწრაფოს ხელმიუწვდომლობის გამო, სტუდენტები ქაშვუეთის ეზოში იყვნენ. ეს მაშინ, როდესაც ადგილზე იყვნენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, რომლებიც მზად იყვნენ ადამიანებისთვის დახმარების გასაწევად. იმ კონკრეტულ ადგილზე, მინიმუმ, ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელიც იმ დროისთვის, არავის სჭირდებოდა. ეს იყო გამიზნულად, რათა ადამიანები უფრო მეტად დაეძაბათ და შეშფოთებულები გაეხადათ და ამ კუთხითაც მიეყენებინათ რეპუტაციული ზიანი ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებულ მოქალაეებზე. მისი თქმით, მძიმე და დრამატული ინფორმაციები ვრცელდებოდა იმის შესახებ, თითქოს, ასეულობით ადამიანია დაზარალებული. „ჰოსპიტალიზაცია 11 ადამიანს დასჭირდა.მათგან 6 სამართალდამცავია, ხოლო 5 - მოქალაქე. მათი მდგომარეობა არც ერთ შემთხვევაში არა არის მძიმე. აქვთ სხვა დონის ტრავმები. შესაბამისად, ყველა მათგანთან მიმართებაში მიმდინარეობს მკურნალობა.ზოგიერთის შემთხვევაში, ეს გაცილებით მარტივადაა, ზოგიერთის შემთხვევაში, ეს შეიძლება, გახანგრძლივდეს, მაგრამ ეს ტრავმები არსებითად მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის ”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)