17:12 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-01 13:05:16, 314 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ - ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი

იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესში.

„ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, სხვებს არ თვლიან ადამიანებად საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა თქვენც ეთერში წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის განცხადება ე.წ. პარაშის ხეხვაზე. მას, ეტყობა, ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში, მათ შორის, მისი მონაწილეობითაც, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან სწორედ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი წამხალისებელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ. ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტის შეტანას. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობას. მათთვის სრულიად მეორე და მეასეხარისხოვანია – რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ, რისთვისაც მიიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics