|
2024-05-01 10:15:37, 476 ნახვა
საზოგადოება
ამსტერდამში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Wijnimport Bleeker “ ორგანიზებით, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში დავით სოლომონია და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე დაესწრნენ. „ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა. ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩაატარონ ღვინის დეგუსტაცია, მასტერ-კლასები და პრეზენტაციები, რაც მოწვეულ სტუმრებს ინფორმირებულს ხდის ქართული ღვინის, მისი ისტორიის, კულტურისა და ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ. ქართული ღვინის დეგუსტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის 18 კომპანიის 150 დასახელების ღვინო, ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სომელიეები, კომერციული, HoReCa და მედია სექტორის წარმომადგენლები, ჯამში 150-მდე ადამიანი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)