|
2024-04-30 17:18:40, 493 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ხალხმა გვითხრა, რომ მიიღებთ კანონს - დავალება შესრულდება!
დიახ, გუშინ ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა და გვითხრა - დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს „ოჯახური ღირებულებების შესახებ", თქვენ მიიღებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ერთხელ და სამუდამოდ, ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნული ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს. ეს დავალება შესრულდება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „რუსთაველზე შეკრებილმა 200 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მთელ მსოფლიოს და არა მხოლოდ საქართველოს, აჩვენა, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეუძლია ქართველებმა ამით იამაყონ". „დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები; დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათ მოითხოვეს, მათ უზრუნველყვეს და არა ჩვენ. სწორედ, მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ - დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა; ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არავინ არასდროს მოქმედებდეს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერების შესაბამისად, არამედ უპირველესი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან",- თქვა მდინარაძემ.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)