|
2024-04-30 13:34:56, 436 ნახვა
პოლიტიკა
მეგრელიშვილი - გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი - სად არის დაფიქსირებული, სად არის გამჭვირვალობა
გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს - ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, ანუ, სად არის გამჭვირვალობა,- ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა "ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებასთან" დაკავშირებით განაცხადა. მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "ძალიან უცნაურია", რომ ეს ყველაფერი აღნიშნული კანონპროექტის მიღების ფონზე ხდება. "სხვა ეტაპზე გადავედით ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების. ძალიან უცნაურია, რომ ეს ყველაფერი ხდება "გამჭვირვალობის კანონის" მიღების ფონზე. რომ წარმოვიდგინოთ, გუშინ 100 000 ადამიანი იყო, გინდ, 50 000. ცხადია, ამ ადამიანებს დაფინანსება სჭირდებათ, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საშუალოდ, 100 ლარი, 200 ლარზეც საუბრობდნენ, მაგრამ 100 ლარი რომ ღირებულიყო, გუშინ დაიხარჯა, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარი. კითხვა მაქვს - ეს 10-15 მილიონი ლარი სად არის დაფიქსირებული, ანუ, სად არის ის გამჭვირვალობა. ეს ხომ პარტიული ღონისძიება იყო, დაჯდა ამდენი ფული, როგორ დავიჯერო, რომ ეს სადღაც აისახება, რომ გუშინ, ერთ დღეში ამ ღონისძიებისთვის 10-15 მილიონი ლარია დახარჯული",- განაცხადა მეგრელიშვილმა.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)