|
2024-04-29 21:27:57, 264 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი
პარლამენტის წინ მიმდინარე "საერთო-სახალხო შეკრებაზე" იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ბრეგაძის თქმით, "დღევანდელი დღე არის გამოხატულება "ქართული ოცნების" კურსის მიმართ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს". "მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ იმყოფება და მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის. როგორც ხედავთ, არის ძალიან კარგი განწყობა, რადგან აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომელთაც უნდათ უკეთესი მომავალი საქართველოსთვის. ასევე ის ადამიანები, ვინც აფასებს მიღწეულს. მე, პირადად, დღეს იმიტომ მოვედი აქ, რომ ძალიან ხმამაღლა გამოვხატო ჩემი სურვილი. მინდა, რომ საქართველო იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და დავიკავოთ ჩვენი ადგილი, სადაც ვიქნებით თანასწორნი თანასწორთა შორის. ასევე დღევანდელი დღე არის გამოხატულება ,,ქართული ოცნების“ კურსის მიმართ, რომელმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი მეთაურობით შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც სისტემურად აწამებდა ადამიანებს, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. ყველაზე ტრაგიკული და სამწუხარო არის ის, რომ ამ სისტემამ იკადრა, მათ შორის, ადამიანის გაუპატიურება და ამ ყველაფრის მტკიცებულება არსებობს. ,,ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან შეძლო ის, რომ ქვეყანამ დაიწყო აქტიური სვლა ევროპისკენ და ამის ნათელი მტკიცებულება არის ისიც, რომ დღეს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აიღოს პაპორტი და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდეს ევროპაში. ასევე, ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. სწორედ ამის გამოა, რომ აქტიურად ვუჭერ მხარს "ქართულ ოცნებას“, ვარ ამ გუნდის მხარდამჭერი მისი დაარსების დღიდან და ეს ასეც გაგრძელდება. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ აუცილებელია ყველამ ვიმსჯელოთ ფაქტებით. არ ავყვეთ დეზინფორმაციას და, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“,- განაცხადა რატი ბრეგძემ.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)