17:17 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 18:38:30, 618 ნახვა

სხვადასხვა
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ინვესტორი უახლოეს პერიოდში დასახელდება

საპარტნიორო ფონდში სამუშაო შეხვედრა გამართა კონსორციუმმა „ალფამედიკი” რომელიც სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტში ინვესტორის გამოსავლენ ტენდერში  გამარჯვების პრეტენდენტია. 

მხარეებმა საჯარო-კერძო პარტნიორობაზე დაფუძნებული სტრუქტურა, პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპები და პროექტში მონაწილე პარტნიორების უფლება-მოვალეობები და პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს. 

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, ეს იქნება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მასშტაბური პროექტი რაც კი ოდესმე განხორციელებულა. „საქმე ეხება ჰოსპიტალური მედიცინის რეფორმას. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან მხოლოდ „ალფამედიკმა“ წარმოადგინა წინადადებები, რომელსაც საპარტნიორო ფონდი განიხილავს. კონსორციუმს, რომელიც ჯერ გამარჯვებული არ არის, წარმოადგენს რვა კომპანიას. პროექტი მნიშვნელოვანია დასაქმებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობას ექნება ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და მაღალი სტანდარტების სამედიცინო დახმარების საშუალება”, აღნიშნა საგანელიძემ.  ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში  რეგიონების მაშტაბით იგეგმება  პოლიკლინიკების განვითარება, რაც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სადიაგნოსტიკო საშუალებებით აღჭურვას. „პროექტის ინიციატორია მთავრობა და შესაბამისად სატენდერო კომისიას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. თანათავმჯდომარე კი ეკონომიკის მინისტრია. ტექნიკურ მომსახურებას ახორციელებს საპარტნიორო ფონდი და ჩვენ ვიქნებით თანაპარტნიორები დაფინანსებაში. ვფიქრობთ, რომ ტენდერში გამარჯვებული სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს. ძირითადი მოთხოვნებია მაღალი ხარისხი, ჯანდაცვის სისტემისა და თავად შენობების მოდერნიზაცია, ტექნიკური აღჭურვილობა, კადრების გადამზადება და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი”, აღნიშნა დავით საგანელიძემ. 

კონსორციუმის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია რამდენიმე დღის განმავლობაში  შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდში განიხილებოდა, რის შემდეგ უკვე მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, აკმაყოფილებს თუ არა  პოტენციური ინვესტორი ტენდერის პირობებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics