|
2024-04-29 15:11:54, 425 ნახვა
პოლიტიკა
კანონის მეორე მოსმენით განხილვა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს - არასამთავრობოები
ე,წ უცხო ქვეყნების გავლენის კანონის მეორე მოსმენით განხილვა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვის დასრულების შესაძლებლობას არ აძლევს და აძევებს დარბაზიდან. ამ დროისთვის სხდომიდან გაძევებულია 11 დეპუტატი, "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ კი სხდომა მისი ინიციატივით დატოვა. "კომიტეტის თავმჯდომარე ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს დეპუტატების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გარანტირებულ შესაძლებლობას - ოპონირება გაწიონ, დასვან მწვავე კითხვები და მიიღონ პასუხები. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სიტყვის ჩამორთმევის და გაძევების პრაქტიკა არღვევს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ოხანაშვილის ეს ქმედება არ შეესაბამება არც პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლს. აღნიშნული ნორმის მიზანია სხდომაზე წესრიგის უზრუნველყოფა და ის არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის მოსაზრების (მათ შორის, განსხვავებული აზრის) დაფიქსირების შესაძლებლობის ჩამორთმევას სხდომის თავმჯდომარის მიერ. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში კითხვებთან ერთად მოსაზრებების წარდგენის დაუშვებლობას, არამედ საკომიტეტო მოსმენამ უნდა უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი შესწავლა, მათ შორის, ალტერნატიული წინადადების მოსმენისა და განხილვის შესაძლებლობა. ამასთანავე, ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება „რუსული კანონის” ერთპარტიულად განხილვის გარემო. მოვუწოდებთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სხდომაზე მყოფ პირებს, მაქსიმალურად მისცეს კითხვების დასმისა და საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება", - წერია განცხადებაში. ხელს აწერენ:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ხაჯიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე, ასევე "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე გააძევა.ამით, გაძევებული დეპუტატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მანამდე სხდომიდან გააძევეს ოპოზიციის დეპუტატები - ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)