|
2024-04-29 12:17:16, 496 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია ომბუდსმენს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს - ბ-ნო ლევან, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კორძაიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, საკითხი არა პოლიტიკური შეფასების, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია. "მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს. ჩემი პასუხისმებლობაა, გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც აქვს მას ამ კანონთან მიმართებაში. ბ-ნო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიუციური უფლება; დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება; ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას... ბ-ნო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე, ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული თავისუფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ. ეს არ არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. ბ-ნო ლევან, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით - გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს კანონი",- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)