|
2024-04-29 09:26:43, 476 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართება
დღეს, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. ასევე გაიმართება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიიდან. 20:00 საათიდან კი, შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პოლიტიკოსები. "ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ შეკრებას და ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას, ქვეყნის გარეთაც, შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ შეკრებას",- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)