|
2024-04-28 19:11:18, 308 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, ერთმა ქართველმა კაცმა - ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს - დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა
ამერიკის მოქალაქე რომ გადასახადს იხდის და საქართველოში იხარჯება ეს ფული, სად მიდის ზუსტად ხომ უნდა ვიცოდეთ? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ამერიკიდან შემოსული დაფინანსების მხოლოდ პოზიტიური მხარეა ცნობილი საზოგადოებისთვის, ხოლო ათეულობით მილიონი სად იხარჯება, უცნობია. „ჩვენ ვიცით კარგი რაღაცები, მხოლოდ პოზიტიური მხარე ვიცით ამ ყველაფრის და ვიცით, რომ სადღაც ვიღაც დაატრენინგეს სოფლის მეურნეობაში, სადღაც რაღაცა კულტურულ მემკვიდრეობაში. დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა. აქ ვიცით, ძალიან კარგი, რაღაც ნაწილი სად წავიდა, მაგრამ ასევე ათეულობით მილიონი არ ვიცით სად მიდის. თქვენ ისეთი პოზიცია გიჭირავთ, რომ არ გამაგონოთ რაში დაიხარჯა ეს ფული სად მიდისო, ამაზე აქციებს ატარებთ და ამის გამო რუსულს ეძახით „გამჭვირვალობის კანონს“. არ გაინტერესებთ ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის? - აღნიშნა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)