21:29 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-28 18:20:35, 335 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა

წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს არც ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„იქნება [გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ] პროტესტი, მაგრამ საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. ხვალ, რუსთაველზე ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი ადამიანი გამოვა. ერი და ბერი დღეს დგას სიმართლის, გამჭვირვალობის, ქართული იდენტობის, ტრადიციული ღირებულებების, ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის, დეოკუპაციის და რეალურ ევროპულ გზაზე და არა იმ მუქარის, რომ თურმე გამჭვირვალობის და ოჯახის ღირებულებების კანონი თუ მივიღეთ, მერე რაღაცები უნდა შეგვიჩერონ და აგვიკრძალონ, რაც არ და ვერ მოხდება. წარმოუდგენელია, რომ ევროპასთან ევროპულობის, გამჭვირვალობის, ქრისტიანული, ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამო შეგვექმნას პრობლემა და ამას საბოლოო ჯამში არც ევროპა დაუშვებს და მითუმეტეს, არც ქართველი ხალხი. რომ გვეკითხებიან - ვინ გიჭერს მხარს - საქართველო, ქართველი ხალხი გვიჭერს მხარს და როდესაც ამას ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველას კარგად დავანახებთ, მერე ისევ ისე გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაცია, როგორც აქამდე, აქამდე კი ჩვენს ანგარიშზე იყო ყველა შედეგი“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბექა ლოხიშვილს პოლიციელებზე დაწერილი სტატუსის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics