|
2024-04-27 18:53:59, 548 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა და ADB-ის პრეზიდენტმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight"-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო საქართველოში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განცხადებები ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ გააკეთეს. „წლიური შეხვედრისთვის რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიეთ სლოგანი: „ხიდი მომავლისკენ". უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვპოზიციონირებთ, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი. ასევე, ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვმასპინძლობთ საქართველოსთვის მეტად გადამწყვეტ დროს, რადგან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაგვაჩნია. ასევე ყველანი გამოვდივართ პანდემიის შედეგად მოყენებული ზიანიდან და ყველანი განვიცდით რეგიონულ კრიზისს. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველო უძველესი ქვეყანაა უდიდესი ისტორიით, ძალიან თანამედროვე საზოგადოებითა და ძალიან ნათელი, ახალგაზრდა თაობით, რაც ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქვეყანა წინ მიდის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. „ვფიქრობ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალეროვნული ბანკები კარგი გზა და ხიდია მომავლისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. ასევე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სამი ფაქტორი: პირველი არის კლიმატის ცვლილებაზე შესაბამისი რეაგირება, მეორე გახლავთ კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება და მესამეა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. ყოველივე ამით მოხდება გლობალიზაციის ხელშეწყობა. თუ ეს სამი ფაქტორი კარგად არის შერწყმული, ვფიქრობ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალეროვნული ბანკები ძალიან ძლიერ ინსტრუმენტად წარმოჩნდებიან იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ამჟამად ვიმყოფებით. დაბოლოს, ბატონო ლაშა, დიდი მადლობა, რომ წელს თქვენ მასპინძლობთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას, მოუთმენლად ველი თბილისში ბევრი ადამიანის ხილვას", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ. აღნიშნული დისკუსია აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight"-ის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. ინტერვიუს უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)