|
2024-04-26 21:18:54, 2267 ნახვა
სპორტი
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა. ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგარელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)