|
2024-04-26 17:32:50, 326 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე - როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს
შეცდომაში მათ შეჰყავთ საზოგადოება, როდესაც საზოგადოებას ემუქრებიან იმით, რომ ევროკავშირმა შეიძლება სავიზო რეჟიმი გააუქმოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის შეცდომაში შეყვანა, როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოსდა მას შეუძლია როგორც რუსეთი აკეთებს, რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ასე გამოიყენოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებით, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ბოჭორიშვილმა განმარტა, თუ რა საფუძვლები და პროცედურებია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის საჭირო. მისი თქმით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, როდესაც კონკრეტული დაინტერესებული პირების მხრიდან ასე მარტივად ხდება ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საუბარი და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მისი განხილვა. "ევროკავშირი ეფუძნება იმ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებს შორის და ეს წესები გაწერილია ზუსტად იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მხოლოდ ნაწილობრივ აფრიალებენ, თუმცა, არავინ ააშკარავებს, რა საფუძვლებია განსაზღვრული იმისათვის, რომ თუნდაც ის პროცედურა დაიწყოს ევროკომისიამ და დაიწყოს საკითხის შესწავლა. ერთი, რომ უნდა არსებობდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დასაბუთებული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას, მის უსაფრთხოებას ექმნება მიგრაციის საფრთხე, ან ჩვენს ქვეყანასთან არ აქვს სათანადო თანამშრომლობა და ეს უქმნის მის უსაფრთხოებას საფრთხეს და გაზრდილია კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით საქართველოდან მომდინარე საფრთხეები. ამის საფუძველზე უკვე ევროკომისიას შეუძლია საკითხის შესწავლა, თუმცა, შეჩერების მექანიზმი არის ის ბოლო ინსტანცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმ საფრთხეების აღმოფხვრის კუთხით, რასაც რომელიმე წევრი ქვეყანა გააჟღერებს, ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა, რომლის მექანიზმის ამუშავების პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები ყველა წევრი სახელმწიფოდან და როდესაც მზადდება წინაპირობები, რასაც ევროკომისია წარუდგენს უკვე შემდგომ საბჭოს და ევროპარლამენტს, შემდგომ ხდება გადაწყვეტილების მიღება ჩვეულებრივი უმრავლესობით, რაზეც აპელირებენ. ეს არის სწორედ შეცდომაში შეყვანა, როდესაც ასე მარტივად აყენებ ვიზალიბერალიზაციის საკითხს, როგორც თითქოსდა პოლიტიკური ინსტრუმენტის საკითხს საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)