|
2024-04-26 14:32:25, 358 ნახვა
საზოგადოება
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები სლოვენიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტყის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული პროექტი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა, ურბანული ტყის მართვა, ტყის ინვენტარიზაცია, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ სასწავლო პროგრამა „სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ეროვნული სატყეო სააგენტო უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. პროექტის მეორე ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის განვითარებისთვის. სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, გასული ორი წლის განმავლობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰა ფართობზე განხორციელდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამაც განხორციელდა. პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა. აღნიშნული პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება. პროექტის სრული ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია პროექტში 551,500 ევროა, ხოლო საგრანტო თანხის მოცულობა, ჯამში, 548,440 ევრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სლოვენიის რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტოს და wwf წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მაშუნისა და პაჰერნიკის ტყეებში იმყოფებოდნენ. მხარეებმა ტყის მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოცდილებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)