|
2024-04-25 15:34:39, 1442 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა დღეს, 25 აპრილს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას - "საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ" - კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს. მას მხარი 425 ევროდეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, 30-მა კი, თავი შეიკავა. რეზოლუციის საბოლოო ტექსტი ევროპარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. პროექტში კი, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი და რომელიც ასე გამოიყურებოდა, შემდეგ შესწორებები შევიდა: 1. გმობს აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს დაბრუნებული და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად როლს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და დასავლეთზე ორიენტირებული ქვეყნის კურსისთვის ძირის გამოთხრის მორიგ მცდელობაში, რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნებით. კიდევ ერთხელ იმეორებს მოწოდებას ევროპული საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისთვის და მისი ხალხის ინტერესების წინააღმდეგოდ მუშაობისთვის; 2. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის საშუალება მისცეს; აღნიშნავს, რომ მისი საქმე კიდევ უფრო ხაზს უსვამს მართლმსაჯულების სისტემის ნამდვილი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას; 3. მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ კი, ფუნდამენტური უფლებების მაჩვენებელზე, რაც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია; 4. მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, გააუქმოს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ლგბტქ უფლებებს, რაც წარმოადგენს თავდასხმას არა მხოლოდ ლგბტქ თემზე, არამედ სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)