|
2024-04-24 22:23:38, 948 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ხელმოწერილ დახმარების პაკეტს ეხმაურება. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა იღებს იმ მხარდაჭერას, რომელიც რუსეთის თავდასხმებისგან სიცოცხლის დაცვის გასაგრძელებლად სჭირდება. "პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა დღეს კონგრესის მიერ დამტკიცებულ მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებას. ჩვენ დავასრულეთ ეს ნახევარწლიანი გზა. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ვინმე, ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, რომელიც გვჭირდება რუსეთის თავდასხმებისგან სიცოცხლის დაცვის გასაგრძელებლად. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ უკვე აქტიურად ვმუშაობდით ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ყველა დონეზე, რათა ამ პაკეტში შევიტანოთ იარაღის ზუსტი ტიპები, რაც ჩვენს მეომრებს სჭირდებათ. ის შეადგენს 1 მილიარდ დოლარს და მოიცავს ზუსტად იმას, რაც განვიხილეთ პრეზიდენტ ბაიდენთან ჩვენი საუბრის დროს. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტი ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის, ვინც აღიარებს, რომ პუტინს ფეხქვეშ უნდა გამოვაცალოთ მიწა, ვიდრე მას დავემორჩილოთ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისთვის საფრთხის შესამცირებლად. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამის უზრუნველყოფა", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)