|
2024-04-24 17:42:58, 713 ნახვა
რეგიონი
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში „ეტალონის" პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი" გაიმართა, რომელშიც მუციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 18 გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის" მიზანია მოსწავლეების წახალისება და მოტივაციის ამაღლება. "I, II, III ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და დიპლომები, ხოლო მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. I ადგილი - ხარაულის საჯარო სკოლა; II ადგილი - უჩხითის საჯარო სკოლა; III ადგილი - ოქტომბრის საჯარო სკოლა. პროექტ ,,ეტალონის" წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 26 მაისს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვია. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)