|
2024-04-24 17:35:37, 401 ნახვა
საზოგადოება
Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
"საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI : ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება. ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest - ისა და Accessible AI Podcast - ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი - შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში AI-ს როლზე ისაუბრებს და სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას. ის განსაკუთრებით სასარგებლო მარკეტერებისთვის და იმ ბიზნესის მფლობელებისთვის იქნება, რომლებიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობაში ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს. „საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე აქტიურად ვუჭერს მხარს საინტერესო პროექტებს, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენ და Startup Grind-ი რამდენიმე წელია ვპარტნიორობთ და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც წარმატებით გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში გაიმართება, სადაც ძალიან საინტერესო სპიკერი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეუძლიათ მათ AI-ის ინტეგრაცია საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად. შეხვედრაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისეთი დავალებების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვენ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას რომელიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". Startup Grind ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასზე დასასწრება უფასოა. ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)