01:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 15:20:51, 668 ნახვა

სამართალი
ანა ნაცვლიშვილი: რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა, სასამართლლოდან კრიტიკული აზრი განდევნონ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის - საია-ს თავჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქალო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები, სისტემაში არსებული პრობლემების მხილებას ემსახურებოდა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ის ამაში დისციპლინარულ გადაცდომას ვერ ხედავს, მაგრამ დიანტერესდებოდა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო საბოლოოდ.

„ვფქრობ, რომ მამუკა ახვლედიანის მიერ გაკეთებული განცხადებები ემსახურებოდა, სისტემაში არსებული პრობლემების მხილებასა და მასზე საჯარო დისკუსიის წარმართვას. მე ამაში დისციპლინარულ გადაცდომას ვერ ვხედავ, მაგრამ დავინტერესდებოდი თუ როგორ დაასაბუთებს საბჭო ამ გადაწყვეტილებას, მიღების შემთხვევაში; შემდეგ უკვე თუ საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, სადისციპლინო კოლეგიალობამ და პალატამ ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს. დღეის მდგომარეობით, ნამდვილად რჩება შთაბეჭდილება, რომ არის მცდელობა, სასამართლლოდან კრიტიკული აზრი განდევნონ და სხვა მოსამართლე გააფრთხილონ, ვინც შეიძლება ასევე ფიქრობდეს, რათა მანკიერ სისტემას საჯაროდ გაემიჯნოს. მინდა მივმართი ყველა მოსამართლეს საქართველოში, ნუ დაექვემდარებიან საბჭოს მხრიდან ამ ზეწოლებს.

მთელი სამოქალაქო სექტორი იმ მოსამართლეების გვერდით დადგება, ვინც გადაწყვეტს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ გადადგან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საბჭო წლების განმავლობაში დისციპლინარული სამართალწარმოების სისტემას იყენებდა. ერთის მხრივ ურჩი მოსამართლეების დასასჯელად და მეორეს მხრივ მისთვის სანდო მოსამართლეების ხელის დასაფარებლად.

ნაცვლიშვილს აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა ეს მანკიერი პრაქტიკა ისევ გრძელდებოდეს.

„ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა დისციპლინარული სამართალწარმოების სისტემის გამოყენებით, სასამართლოში განსხვავებული კრიტიკული აზრის საჯაროდ განმცხადებელი მოსამართლე გააჩუმონ, მაგრამ მეორეს მხრივ საბჭო არაფერს არ აკეთებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლეები მაგალითად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სახელით აღნიშნულ განცხადებაში პირდაპირ არღვევენ სამოსამართლო ეთიკას.

ეს არის შერჩევითი მიდგომა, როგორც მინიმუმ და არა სამართლიანი. ჩვენ ეს ინიციატივა, საკუთარ თავზე ავიღეთ, რომ დისციპლინარული საჩივრით მიგვემართა. ეს საჩივარი, რომელიც კოალიციამ შეიტანა საბჭოსთვის ტესტი იქნება, რამდენად ობიექტური, მიუკერძოებელი და სამართლიანია ის, მოსამართლეთა მიმართ“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics