|
2024-04-23 13:51:13, 428 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვისაც არ უნდა, მხარი დაუჭიროს ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე
ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პარტიული დავალებაა, რომ სურვილის შემთხვევაში, ადამიანების დედაქალაქში ტრანსპორტირება და შეკრებაში მონაწილეობა უზრუნველყონ. "29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდოლიბერალებში, "ნაციონალურ მოძრაობაში", რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება. დასდევენ, საჯარო მოხელე იქნება თუ არა... მე გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან იქ და იქნებინ სხვა მოქალაქეებიც ორჯერ და სამჯერ მეტი. ამით არიან ისტერიაში... დიახ, პარტიული დავალებაა, პარტიის წარმომადგენლები - საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არა, ორგანიზება მოხდეს, პირდად ჩემი პარტიული დავალებაა მათ შორის, რომ ჩვენი პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუკი, ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში და შეკრებაში მონაწილეობის მიღება... საჯარო მოხელეს რას უკრძალავენ, ან მასწავლებელს რას უკრძალავენ? თუკი ვინმეს უნდა იმ დღეს წამოსვლა რაიონიდან, დაწერს შევებულებას და წამოვა. თუ არ უნდა, აქედან მივმართავ - ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადოს ჩვენმა პარტიულმ აქტივმა, რომ წამოიყვანონ, ვისაც ამის სურვილი არ აქვს... ამიტომ, თავი დაანებეთ ამ ადამიანების გაშავებას და პატივი ეცით საჯარო მოხელეებს",- თქვა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)