|
2024-04-23 11:15:56, 487 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
29 აპრილს "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართველმა ხალხმა ზიზღის კამპანიას უარი უნდა უთხრას". "მნიშვნელოვანია, რომ 29-ში დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო პირიც და ბიზნესმენიც, "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით მათ შორის, ამ ზიზღის კამპანიას ქართული ღირსებით და ღირებულებებით უნდა ვუთხრათ უარი",- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)