16:05 - 03 Nov, 2026
|
2024-04-23 09:54:23, 438 ნახვა
პოლიტიკა
როთი - მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო
მე მოვიწვიე ლევან იზორია, რათა მასთან დაგეგმილ „აგენტების კანონზე“ ვისაუბრო, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს. როთის თქმით, ის მხარს უჭერს მოქალაქეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ევროკავშირის გზას საფრთხეს უქმნის. „მხარს ვუჭერ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს: კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას“, - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)