|
2024-04-22 16:29:58, 390 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან და ლავრისხევის სააგარაკე დასახლებასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ. „პროექტი ითვალისწინებს 2400 გრძივი მეტრი ამორტიზებული გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობას, რომელიც ხელს შეუწყობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)