|
2024-04-22 12:50:22, 329 ნახვა
საზოგადოება
თბილისის დენდროლოგიურ პარკში მწვანე საფარის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოები შესრულდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები შეასრულეს. პარკის ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან, ასევე, გაითიბა ბალახის საფარი და ბუჩქების ფორმირება განხორციელდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 50 თანამშრომელი. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ „22 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა გარემოს დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. სწორედ დედამიწის დღესთან დაკავშირებით თბილისის დენდროლოგიურ პარკში შევასრულეთ დასუფთავებისა და მწვანე საფარის მოწესრიგების სამუშაოები. ამ ერთობლივი ღონისძიებით ბევრად გაუმჯობესდება პარკში არსებული მდგომარეობა. გვსურს, მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ბუნებას. გავუფრთხილდეთ არა მარტო რეკრეაციულ ტერიტორიებს, არამედ ქალაქის ქუჩებსა და ეზოებს. ნუ დავანაგვიანებთ გარემოს, ერთად ვიზრუნოთ, რომ თბილისში არსებული მწვანე სივრცეები იყოს სუფთა და მოვლილი. მოსახლეობის თანადგომის გარეშე გარემოზე ზრუნვას მხოლოდ მუნიციპალური სამსახურები ფიზიკურად ვერ მოახერხებენ. ამიტომ ნამდვილად საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. დედამიწის დღე 1970 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს 193-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)