|
2024-04-22 11:22:49, 373 ნახვა
საზოგადოება
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
ევროკავშირის, გაეროსა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის ჩართულობით, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება. პროექტის მიზანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება და ეროვნული შესაძლებლობების გაზრდა მოდელირებისა და პროგნოზირების კუთხით. პროექტის ფარგლებში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია ის მიღწევები, რაც გვაქვს გარემოს დაცვის, მათ შორის, ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ შეგვეცვალა ეროვნული კანონმდებლობა და ის შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ასევე, შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები და სრულად დავუახლოვდით ევროკავშირის ჰაერის ხარისხის მართვის პრაქტიკასა და სტანდარტებს. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაძლიერება და მისი ევროკავშირის ჩარჩო-სტანდარტებთან სრული შესაბამისობა. UNDP-თან თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით, 2025 წლის ბოლოს, საქართველოს ექნება სრულად ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი და სისტემა. აუცილებელია, გვქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ, რომ სწორად დავგეგმოთ პოლიტიკა და გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ახალი პროექტი ოთხი წელი გაგრძელდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორები, მათ შორის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) და ავსტრიის გარემოს სააგენტო (UBA). პროექტის განხორციელებაში ასევე ჩაერთვებიან აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)