|
2024-04-21 13:26:40, 490 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ვინ არ არის მზად [EU-ში გასაწევრიანებლად]: ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“? - პასუხი ნათელია
კონკრეტულად ვინ არ არის მზად [EU-ში გასაწევრიანებლად]: ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - პასუხი ნათელია,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას. კუბილიუსი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. "დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - პასუხი ნათელია. საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს",- წერს კუბილიუსი. შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)