|
2024-04-20 17:29:00, 326 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას შეხვდა. ADB-ის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში. "სასიამოვნო იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ვაშინგტონში შეხვედრა", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა X გვერდზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და EBRD-ის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოსთან ერთად გამართული დისკუსიის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, დისკუსიის დროს განხილულ იქნა ევროპისა და აზიის რეგიონების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. "ასევე კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების გზები, ისევე, როგორც განვითარების წინაშე მდგარი სხვა რისკების დაძლევის მნიშვნელობა, მათ შორის, ანტი-გლობალიზაციის ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ზრდას და მდგრადობას. გავცვალეთ ასევე იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ განვითარებაზე ორიენტირებულ მრავალეროვნულ ბანკებს და მათ წევრ სახელმწიფოებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ამ გამოწვევების დასაძლევად და კრიზისზე რეაგირებისთვის. ვამაყობ, რომ ასეთი პარტნიორები მყავს და მეხმარებიან მომავლისკენ მიმართული ხიდის აშენებაში, რომელიც უფრო მწვანე, მეტად მდგრადი და მჭიდროდ დაკავშირებული იქნება. ჩვენი საუბარი, რომელსაც ნიშა პილაი უძღვება, მომავალ კვირას გავა ეთერში, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის წინ, რომელიც 2024 წელს თბილისში იმართება. მას საქართველო მასპინძლობს", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)