|
2024-04-20 15:28:35, 484 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის ("უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონი") გაუქმებაც, გადახედვაც, შეცვლა, ახლის მიღება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა არ არის მზად მეორე ეტაპისთვის, კერძოდ, ევროკავშირში გაწვრიანებისთვის. „ქვეყანამ მიაღწია თავის მაქმსიმუმს, პიკი იყო ნოემბერ-დეკემბერი. დეკემბერში ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი ეს არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა არ არის მზად რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო სჭირდება და ბევრ ფაქტორზეა ეს დამოკიდებული შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)