09:28 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 13:25:09, 874 ნახვა

სამართალი
საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება

საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება.

აღნიშნულს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომლის შესახებაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ბიზნესისათვის ძალიან საინტერესო წინადადებაა, რომ, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ეს კანონიც წავა მოგების გადასახადდთან ერთდ, საგადასახადო დავის პერიოდში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა სასამართლოს გარეშე, შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში მან უნდა მიიღოს სასამართლოსაგან თანხმობა. თუ თანხმობას არ მიიღებს, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics