18:04 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 14:22:41, 353 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.

როგორც მან მედიასთან აღნიშნა, ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ინიციატივა პირიქით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეტი ფული თანხის შემოდინებას და ინვესტირებას.

„რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში? ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს? პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics