|
2024-04-19 13:57:20, 438 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, იგინებით
აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას, რომელმაც მანამდე დეპუტატ სალომე სამადაშვილის სხდომათა დარბაზიდან გაძევება გააპროტესტა. პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას "თავი დაანებონ". "სქესის ინსტრუმენტალიზირება, რასაც თქვენ აკეთებთ ახლა თქვენ მანიპულაციურად, ეს არის ყველაზე მდაბალი საქციელი. აქ რომ გამოდიხართ ხოლმე, მადლობას უხდით პარლამენტის აპარატს, ბრტყელ-ბრტყელდ რომ საუბრობთ, რა შეურაცხყოფასაც მანდატურებს აყენებდით ამ დღეებში ქალი დეპუტატები, ახლაც ქალბატონი სალომე [სამადაშვილი] რა შეურაცხყოფასაც აყენებდა მანდატურებს - როცა გინდათ, სქესის მიხედვით უყურებთ საკითხებს, როცა გინდათ, კარგად, მამაპაპურად იგინებით და შეურაცხყოფას აყენებთ მანდატურებს, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს. ნებისმიერ დეპუტატს მოგიწოდებთ, თავი დაანებეთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლების შეურაცხყოფას",- თქვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან, სადაც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გააძევა.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)