|
2024-04-19 13:33:10, 373 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა
2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2023 წელს კოორდინატორებმა 2307 პირს გაუწიეს მხარდაჭერა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ“ , - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მისივე თქმით, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს. „აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)