|
2024-04-18 15:51:23, 465 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიცია - პოლიციამ შური იძია ელისაშვილზე - ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას
საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილზე პოლიციამ "შური იძია". როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, თინა ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ქართული პოლიცია ივანიშვილის პირობებში სადამსჯელო ჯგუფად გადაიქცა". "ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონს და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და ამ შემთხვევაში პოლიციას, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ინტერესს",- თქვა ბოკუჩავამ. "ლელოს" წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას მოითხოვენ. "პოლიტიკური ძალადობა გახადა უკვე ნორმად რუსულმა ხელისუფლებამ. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არამარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. და თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ჩვენ ყველას გვახსოვს... თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი საპოლიციო უწყებები, რომ გაუსწორდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის გარეთ? არავის არ ეშინია ძალადობის და ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ყველა შემთხვევაზე ძალადობის, მათ შორის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ თავდასხმაზე",- აღნიშნა სამადაშვილმა. ცნობისთვის, "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით გუშინ, 17 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მას პოლიციელებმა სცემეს. ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, რომ ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
LEAF და საქართველოს ბანკი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს იწყებენ
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)