|
2024-04-18 14:25:29, 343 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა „ოცნებას“ - ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა რუსულ კანონს, მოგიწოდებთ, დადგეთ ქუჩაში, სადაც ბევრი თქვენგანის შვილი დგას
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ის დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგას ბევრი თქვენგანის შვილი,- ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტის გარდა, ხელისუფლება ასევე იღებს კანონს, რომელიც "არა ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არამედ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს ემსახურება". "რაც შეეხება კანონს, რუსული კანონი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეთ გუშინ მოღალატეობრივად და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, იმ ათიათასობით ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც გუშინ ჩვენ ვიდექით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნაცვლად იმისა, რომ მისცეთ მსვლელობა ამ მავნებლურ, მოღალატეობრივ რუსულ კანონს შემდეგი მოსმენებით, ის დრო გამოიყენოთ იმისთვის, რომ გამობრძანდეთ ქუჩაში და დადგეთ იქ, სადაც დგანან ბევრი თქვენგანის შვილი, მათი მეგობრები, თანაკურსელები, თანაკლასელები, თანატოლები, დები და ძმები. მაშინ მიხვდებით რეალურად, თუ რას აშავებთ, უშავებთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე, როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ ისინი არ დაიბეგრონ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ იდებთ ჯიბეში იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს",- განაცხადა ბოკუჩავამ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)