|
2024-04-18 00:17:37, 287 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება
„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება. „ჩვენთვისაც, ყველასათვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას წერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ აქვთ. ანალოგიური ბულინგი ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ. ერთი ადამიანი არ გამოსულა, რომ ეს ყველაფერი და ეს ზოგადი ბულინგი დაეგმო. თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა, ხომ ნახეთ, ამას რა განცხადებები მოჰყვა. ძალადობის წახალისება მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ვისაც ხელისუფლების არ სჯერა, თავად შეუძლია წაიკითხოს კანონპროექტი და დარწმუნდეს, რომ ის ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება. „კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)