|
2024-04-17 14:31:02, 356 ნახვა
საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის საფარი აღდგა და საავტომობილო მოძრაობა თავისუფლად არის შესაძლებელი. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ბახტრიონის ქუჩაზე საავტომობილო გზა ჩავარდნილი იყო. პრობლემა გამოიწვია ჩოგბურთის კორტების მშენებლობამ. პირველ რიგში, ტერიტორიაზე არსებული კედლის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტი უკვე დასრულებულია, რომლის ფარგლებში მოეწყო ტროტუარი და გზაგამყოფები, რომელიც გამწვანებულია. ასევე, დამონტაჟდა LED განათების ბოძები. საავტომობილო მოძრაობა, რომელიც შეზღუდული იყო, დღეიდან უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. გზის სავალი ნაწილი დახაზულია და მოწესრიგებულია ყველანაირად“, - განაცხადა კახა კალაძემ. საგზაო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა აწარმოა. თავდაპირველად, ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს გამგებელი გაზო ვასაძე, ასევე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)