|
2024-04-17 14:14:38, 327 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო
საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ- მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი! „რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20 % აქვს მიტაცებული! საქართველო არის ევროპული სახელმწიფო და მისი ადგილი არის ევროპის ქვეყნების კავშირში! რუსეთის ბრძოლა საქართველოში იყო და იქნება მიმართული სწორედ სახელმწიფოს წინააღდეგ! დღეს საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ: ებრძვიან სახელმწიფოს! ებრძვიან თავისუფალ აზრს და სიტყვას! ძალადობენ საზოგადოებაზე, მედიაზე! არ უნდათ არჩევნები! მიზანი ერთი აქვთ, ნებისმიერ ფასად მოხვდნენ ხელისუფლებაში, რომ აკეთონ ანტიქართული საქმე. რუსული არის ყველაფერი, რაც საქართველოს სახელმწიფოს და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება და ნუ გახდებით ინსტრუმენტი მათ ხელში, ვინც დღეს ებრძვის მთვარს - ქართულ სახელმწიფოს! საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი! დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო!“- წერს მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამზადებენ ბატალიონს, რომელიც ზავის შემდეგ უკრაინაში უნდა შევიდეს
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო საქართველოს ბანკის სტიპენდიით
„ბიოგრაფი ლივინგის“ საცხოვრებელ პროექტში „ჰისნი“ ბინების გაყიდვები იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)