03:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 09:38:19, 417 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი და ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერიოდის მაკროეკონომიკური/ფისკალური პარამეტრები და  მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

„როგორც აღინიშნა, გასული წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის და მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყნის ფისკალური პარამეტრები დაუბრუნდა უსაფრთხო დონეს. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შესწორდა ზრდის მიმართულებით და ამჟამად 5.7%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

საუბარი შეეხო სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობას და ამ მიმართულებით სსფ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics