06:55 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 09:25:51, 397 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება.

სააკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის განხილვა გუშინ, 16 აპრილს დაიწყო.

სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

განხილვის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა.

შეგახსენებთ, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics