|
2024-04-15 19:23:37, 348 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი ოპოზიციაზე - დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს პირველი მოსმენით
ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, “ოპოზიცია დეზინდორმაციას ავრცელებს", რომ “უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს სამივე მოსმენით განიხილება. “ყველაზე უბედურება ის არის, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. თქვენ ფიქრობთ, ჩვენს საზოგადოებას ამას დააჯერებთ, რომ დღეს პარლამენტი ერთი მოსმენით იღებს [კანონპროექტს], რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე, მესამე მოსმენით მიღებას. ის, რასაც კომიტეტზე განვიხილავთ ერთი მოსმენით, თურმე ეს ნიშნავს სამივე მოსმენით მიღებას. ამაშიც როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
კობახიძე - ქართულმა ოცნებამ მიიღო 1 100 000-ზე მეტი ხმა, რითაც ქართველმა ხალხმა დაადასტურა, რომ თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ჩვენს კურსს
კობახიძე - ვიღაცას თუ სურს, რაიმე შეცვალოს საქართველოს ქცევაში, უნდა გველაპარაკოს ჩვენ
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, 3 თვით ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)