20:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 14:54:05, 317 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე სომხეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბენიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრეგაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის მოქმედი მეგობრობის ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება თემატური შეხვედრები.

"მინისტრის თქმით, მე-5 სამართლებრივი ფორუმი კიდევ უფრო წარმომადგენლობითია ორივე ქვეყნის მხრიდან და მას არაერთი სამართლის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფორუმების ტრადიცია არ კარგავს აქტუალობას და მეტიც – ორმხრივად შექმნილი პლატფორმა მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას სამართლის დარგის პროფესიონალებს შორის.

ამას გარდა, საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებობს სწრაფი, მოქნილი და წარმატებული სექტორული თანამშრომლობა.

მიმდინარე კვირას იუსტიციის სამინისტრომ, ასევე, თბილისში უმასპინძლა სომხეთის უწყებათაშორის დელეგაციას და ევროკავშირთან დაახლოებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესის დიალოგის თაობაზე გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრის ბოლოს რატი ბრეგაძემ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ რუბენ რუბენიანს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით წარმატებები უსურვა.

მინისტრმა მზადყოფნა გამოხატა, სომეხ კოლეგებს ყველა ის გამოცდილება და მიღწეული შედეგი გაუზიაროს, რაც ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველომ გაიარა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics